გარეჯის მიმდებარედ, აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრის შეუთანხმებელი მონაკვეთი მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ირაკლი ღარიბაშვილის ბაქოში ვიზიტისას. ეს ქვეყნის პრემიერის პირველი შეხვედრა იყო ილჰამ ალიევთან მას შემდეგ, რაც სწორედ ღარიბაშვილის ინიციატივით საქართველოში გარეჯის სასაზღვრო მონაკვეთი პოლიტკური ანგარიშსწორების იარაღად და ბინძური მანიპლუაციების საშუალებად იქცა.
საქართველოს მთავრობის წარმოიმადგენლები დღეს ამტკციებდნენ, რომ "ქართული ოცნების" მიერ გაჟღერებულმა ბინძურმა ბრალდებებმა ჩრდილი ვერ მიაყენა ორ ქვეყანას შორის მეგობრობას. პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი საზოგადოებას დღეს ბაქოდან არწმუნებდნენ, რომ პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.