უსაფუძვლო და უსაშველოდ არაკომპეტენტური – ვოლსკი ევროპარლამენტარს აკრიტიკებს

გამოქვეყნდა:

"კუბილიუსის განცხადება არათუ უსაფუძვლოა, არამედ უსაშველოდ არაკომპეტენტურია", - ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი ვოლსკი ევროპარლამენტარის განცხადებას.

დეპუტატი მარკუს კუბილიუსს იმ განცხადების შინაარსის გამო აკრიტიკებს, სადაც ევროპარლამენტარმა მმართველ გუნდს რვა მარტს დადებული შეთანხმება შეახსენა და პოლიტპატიმრების თემა წინა პლანზე წამოწია.

გიორგი ვოლსკი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და ყველა მათგანს, ირაკლი ოქრუაშვილს, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას ბრალი სასამართლოს მიერ აქვს დამტკიცებული.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, კუბილიუსი „ნაციონალური მოძრაობის“ ინეტერესების გამტარებელია.  

ეს განცხადება, რასაკვირველია, ერთი მხრივ, არის ღია, აშკარა მხარდაჭერა იმ დემაგოგიური პოლიტიკისა, რაც კუბილიუსის მოკავშირე პარტიას ნაც. მოძრაობას აქვს და, მეორე მხრივ, მე ვფიქრობ, ევროპარლამენტის ავტორიტეტის შეურაცხყოფაც, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი დარწმუნებულია, რომ ევროპარლამენტარს „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ გარკვეული პოლიტიკური ვალდებულებები აქვს. ვოლსკის აზრით, კუბილიუსი წინასაარჩევნო პერიოდში ენმ-ს გარკვეულწილად ეხმარება.

სტანდარტიდან ესოდენ დიდი გადაცდომა მაფიქრებინებს, რომ დაუფიქრებელი არ არის ეს ნაბიჯი, გარკვეულ მიზანზეა ორიენტირებული და ეს მიზანი არის ყველა შესაძლებელი მექანიზმით კონკრეტული პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერს დაბალი პოლიტიკური რესურსი აქვს და ამ ხაზით იქნებ როგორმე შემოიტანონ რაღაც ახალი ელემენტები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, - განაცხადა ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტარმა მარკუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს საგანგებო წერილი გამოუგზავნა. ევროპელი დეპუტატი, მხარს უჭერს საქართველოში მრავლაპარტიული პარლამენტის შექმნას და გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებს პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქვამს

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი