დღევანდელი, 6 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ 20 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 4 227 გახდა.
აქვე გეტყვით, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1 806 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 1 144 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს გამოვლინდა.
ცნობისთვის, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 155 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა 133 მილიონზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 3,2 მილიონზე მეტი.