შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ამნისტიის კანონპროექტის მისი ვერსიით, ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას ცდილობს. საპარლამენტო ოპოზიცია არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრებს მოუწოდებს, რომ "ქართულ ოცნებას", დოკუმენტის ამ პუნქტის შეცვლა ერთად აიძულონ
"ქართული ოცნების მიერ ეგ ცვლილება შემოგდებულია იმისთვის, რომ აქცენტი გავაკეთოთ, არა ქართულ ოცნებაზე, არამედ დღეს როგორც ვსაუბრობთ, ისე ვისაუბროთ ოპოზიციას შორის კინკლაობის თემატიკაზე, რომელიც არ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის. ფოკუსი ქართულ ოცნებისკენ, რომ ვაიძულოთ შეასრულოს მიღწეული შეთანხმება.
რაც შეეხება ნიკა მელიას, ნიკა მელია არის საპატიმროში მყოფი ადამიანი და მასზე არანაირი მორალური ტვირთის და პასუხისმგებლობის დაკისრება არ შეიძლება.
ამას ამბობდა სტრატეგია აღმაშენებელი დასაწყისში და ვამბობ დღესაც, რომ შეთანხმების შესრულებაზე პასუხისმგებლები ვართ ჩვენ",- თქვა პაატა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელმაც შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწერა, მათიშეფასებითმ ამნისტიის კანონპროექტზე პასუხისმგებლობა მათ ეკისრებათ, ვინც შეთანხმებას ხელი მოაწერა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ნიკა ობოლაძე დარწმუნებულია, რომ იმ შემთხვევაში თუ მმართველი გუნდი ამნისტიის კანონპროექტის თავის ვერსიას მიიღებს და შეთანხმებიდან გავა, ხელმომწერი ოპოზიცია ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს და განსჯის, კვლავ იქნება შეთანხმების ნაწილი თუ არა.
"გასაგებია, რომ ეს არის ქართული ოცნების მოგონილი აბსურდი. ეს ალბათ მიზნად ისახავს იმას, რომ საერთო ოპოზიციურ სულისკვეთებაში შეიტანოს ბზარი.
ჯერ ნაციონალურ მოძრაობას ხელი არ მოუწერია, ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობა არ აგვიღია, მაგრამ ხო აიღო დანარჩენმა ოპოზიციამ ამაზე პასუხისმგებლობა და თუ იმ დოკუმენტიდანაც გავა და ამნისტიის ჩანაწერს ისე განმარტავს, როგორც ხმები ვრცელდება, მაშინ ოპოზიციამ უნდა მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, მიიღებენ ადეკვატურ გადაწყეტილებას და განსჯიან, ისინი კვლავ არიან შეთანხმების ნაწილი თუ არა",- თქვა ნიკა ობოლაძემ.
ამავე თემაზე: