კულტურის სამინისტრო ოსტატების რეესტრის შექმნას იწყებს - ამის შესახებს აქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს, 6 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც წულუკიანმა თქვა, იწყებს, ძეგლების რესტავრატორ-კონსერვატორ ოსტატთა რეესტრის შექმნას. ასევე იგეგმება, 2022 წლიდან მათი სერტიფიცირების სისტემის ამუშავებაც.
დღეიდან 15 ივნისამდე, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მიიღებს შემდეგი პროფესიის ოსტატების განაცხადებს:
გარდა ამისა, განცხადების მიღების შემდეგ, კანდიდატები სპეციალური კომისიის წინაშე უნდა წარსდგნენ. გასაუბრების შედეგად, კომისია ან გასცემს რეკომენდაციას კულტურის სამინისტროს სისტემაში დასაქმების შესახებ, ან მიუთითებს დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ. კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს (თეორიულ-პრაქტიკული წვრთნები) უზრუნველყოფს კულტურის სამინისტრო.
ამასთანავე, 2022 წლის 1-ლი მაისდან, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება მხოლოდ იმ პირებს ექნებათ, რომლებსაც ექნებათ სერტიფიკატი.