კობა ნაყოფია და დიმიტრი საძაგლიშვილი ციხეში ნიკა მელიას ხვდებიან

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას, ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კობა ნაყოფია ხვდებიან.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე კობა ნაყოფიამ განაცხადა, განიხილავენ აქტიუალურ თემებს, თუმცა არ განიხილავენ "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლა/არშესვლის საკითხს.

საძაგლიშვილისა და ნაყოფიას თქმით, მედიასთან განცხადებას შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.

გარდა ამისა, დღეს, ნიკა მელიასთან "რესპუბლიკური პარტიის" წევრის თამარ კორძაიას ვიზიტიცაა დაგეგმილი. შეხვედრის გამართვის ზუსტი დრო ამ დროისთვის უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი