მელაშვილის გარეჯში ჩასვლა პროვოკაციაა, ვფიქრობ "მთავარი არხის" დაგეგმილია - მამა ანდრია

გამოქვეყნდა:

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძის აზრით, დავით გარეჯში ივერი მელაშვილის ჩასვლა ერთმნიშვნელოვნად პროვოკაციაა. მისივე განცხადებით, შეიძლება ივერი მელაშვილი ამას არც გეგმავდა და ეს "მთავარი არხის" დაგეგმილია, რომლის გადამღებ ჯგუფსაც გარეჯში ასევე თავს დაესხნენ.

"დავით გარეჯთან მომხდარი ინციდენტი იყო ძალიან უსიამოვნო სანახავი, თუმცა უნდა ვიცოდეთ, რომ ორი მხარე აქვს, ერთის მხირვ არის ის, რომ სასულიერო პირი უნდა საეკლესიო ქცევის ნორმებში დარჩეს, მიუხედავად გარემოებებისა და გარემოება ამ შემთხვევაში, მეორეს მხრივ იყო სრულიად ერთმნიშვნელოვნად ამას ვაფასებთ როგორც პროვოკაცია. ივერი მელაშვილი არის ბრალდებული და არის გირაოთი გამოსული და სავარაუდოდ, იმ პირობით, რომ არ ექნება მცდელობა მოწმეებზე ზეგავლენისა, ამიტომ იმ ადგილზე, სადაც სავარაუდო დანაშაული აქვს ჩადენილი, მისი ჩასვლა, ერთმნიშვნელოვნად აღიქმება, როგორც პროვოკაცია.

მე მგონია, რომ და ესეთი აზრი არსებობს, რომ შეიძლება თავად ივერი მელაშვილი არც გეგმავდა იქ ჩასვლას, ეს არის "მთავარი არხის" დაგეგმილი. ალბათ ისინი შეინანებენ, მამები, იმიტომ, რომ ცალსახად ეს არის გადაცდენა საეკლესიო ქცევებიდან", - თქვა მამა ანდრია ჯაღმაიძემ. 

4 მაისს "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ივერი მელაშვილთან ერთად დავით გარეჯში "შაბათის მთავარისთვის" რეპორტაჟის გადასაღებად იყო ჩასული, რა დროსაც მათ თავს ჯერ ნასვამი სასულიერო პირები, შემდეგ კი მოქალაქეები დაესხნენ. გამოძიება მხოლოდ 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი