საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, 20 ივნისის ამნისტიის კანონის ოპოზიციის ვერსია დისკრიმინაციულია და კონვენციას არღვევს. მისივე თქმით, ოპოზიციის პროექტი არ ითვალისწინებს შარლ მიშელის დოკუმენტის სულისკვეთებას.
"რაც შეეხება ოპოზიციის შემოთავაზებას, შეიძლება ითქვას, რომ ეს იწვევს მიდგომების სეგრეგაციასა და არის დისკრიმინაციული. არ იზიარებს არც შეთანხმების სულისკვეთებას, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ კონვენციასტან, რადგანაც სეგრეგაციის დანერგვა უნდა. ესაა ნიშანდობლივი განსხვავება. შეთანხმების დოკუმენტის პრიციპებმა განგვისაზღვრა ჩვენ სამოქმედო გეგმა. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი გადახვევა ამ სამოქმედო გეგმიდან, ვინც კი გაბედავს და იკადრებს მას, ძალიან დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა მოუწევს. ამ შეთანხმების დოკუმენტს ჰქვია, სამომავლო გზა საქართველოსთვის და არა ნიკა მელია საკაშვილისთვის, როგორც ეს "ნაციონალურ მოძრაობას" უნდა", - ამბობს იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის ამნისტიასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" კანონპროექტის პირველივე მუხლში მითითებულია, რომ ის შეეხება ყველას, გარდა იმისა, ვინც შეწყალებაზე უარს ამბობს. ეს "ნაციონალური მოძრაობისთვის" პირდაპირი გზავნილია, რომ "ოცნება" ნიკა მელიას ციხეში დატოვებს, ხოლო "ჯალათებს" გაათავისუფლებს.
ამავე თემაზე: