
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს ნიკა მელიას რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი კობა ნაყოფია შეხვდა.
როგორც ნაყოფიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მმართველი გუნდის მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტის მიზანს ნიკა მელიას ციხეში ჩატოვება წარმოადგენს.
"ქართულმა ოცნებამ" ამნისტიის კანონი კი არ შეიტანა განსახილველად, არამედ შეიტანეს კანონი, თუ როგორ უნდა ჩატოვონ ადამიანი ციხეში. რეალურად, იციან წინასწარ მისი პოზიცია, ამ ამნისტიასთან დაკავშირებით და მის თანხმობას ითხოვენ კანონით. უპრეცენდენტო შემთხვევაა, საერთოდ, მსოფლიოს იურისპრუდენციაში ასეთი ამნისტია მე არ გამიგია. საერთოდ, ვიტყოდი, რომ უხერხულია ამაზე საუბარი ჩვენი პარტნიორი პარტიების მხრიდან, პირველ რიგში გიორგი ვაშაძის მხრიდან. მე მესმის მათი, იჩქარეს თავის დროზე, ახლა ცდილობს გიორგი ვაშაძე, რომ ამ სიტუაციიდან ლამაზად გამოვიდეს. მაგრამ ჩემი აზრით, ცოტა ნერვებმა უმტყუნა განსაკუთრებით გუშინ, იმედია, რომ დაფიქრდება და სწორ გზას დაადგება", - ამბობს კობა ნაყოფია.
იხილეთ ასევე: