შეხვედრები დასრულდა - ოპოზიცია პრეზიდენტის ვეტოს მოლოდინშია 

გამოქვეყნდა:

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრები, რომელიც ინდივიდუალურ რეჟიმში დილიდან დაიწყო, დასრულებულია. 

ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის რეზიდენცია დატოვეს "ლელოს" წევრებმა და "რესპუბლიკელების" წევრმა, ხათუნა სამნიძემ.

მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციის წევრებთან ზურაბიშვილი ხელისუფლების მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებები რომელსაც საზოგადოების ნაწილიც და ოპოზიციაც, სამოქალაქო აქტივისტების დევნად და აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებენ. 

ოპოზიცია სალომე ზურაბიშვილის მხრიდან პირველი ვეტოს მოლოდინშია, რასაც არ იზიარებს მმართველი უმრავლესობა.

თუ ვეტო იქნება, ამას უნდა მოჰყვეს შესაბამისი არგუმენტაცია - ამბობს "ქართული ოცნების" წევრი სარჯველაძე.

სალომე ზურაბიშვილს 2 კვირიანი ვადა აქვს, რომ ხელი მოაწერს მიღებულ კანონპროექტს, ხოლო თუ ის ვეტოს დაადებს, მაშინ პრეზიდენტის ვერსია თავისი შენიშვნებით, გადაიგზავნება პარლამენტში და თავიდან დაიწყება განხილვა.

პრეზიდენტისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით, ინფორმაცია გაავრცელა ადმინისტრაციამაც.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი