ნიკა მელიას, "ოცნების" მიერ წარდგენილ ამნისტიის პროექტზე, უბრალოდ ეღიმება - კორძაია

გამოქვეყნდა:

"ნიკა მელიას, "ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ ამნისტიის პროექტზე უბრალოდ ეღიმება", - ამის შესახებ რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

კორძაიას თქმით, 20 ივნისის ამნისტიის კანონით "ქართული ოცნება" საკუთარი თავის ლუსტრაციას კიდევ ერთხელ აკეთებს.

"მას გაეღიმა "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილ ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით და თქვა, რომ მისი პოზიცია ამნისტიასთან დაკავშირებით რჩება უცვლელი. ის თვლის, რომ "ქართული ოცნება" თავის ძალაუფლებას იყენებს ბოროტად და მას არ სურს აიღოს პასუხისმგებლობა 20 ივნისის დამნაშავეებთან მიმართებაში. ვფიქრობთ, რომ ნიკა მელია განთავისუფლდება. "ქართული ოცნება" ვერ გავა შეთანხმებიდან, მას შეთანხმებაზე ხელის მოწერაც არ უნდოდა, ის იძულებული გახდა, რომ ხელი მოეწერა. ის კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ როგორი მოძალადე ხელისუფლებაა და ახდენს საკუთარი თავის ლუსტრაციას. "ქართული ოცნება" აუცილებლად დაასრულებს ცუდად თავის საქმიანობას", - ამბობს კორძაია." ამბობს კორძაია.

რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებზე ნიკა მელიას გეგმებს, როგორც თამარ კორძაიამ თქვა, ნიკა მელიასთვის ახლა მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ოპოზიციური პარტიების კოორდინაცია.

"ნიკა მელიას პოზიცია არის მყარი იმასთან დაკავშირებით, რომ აუცილებელია ოპოზიციის კოორდინაცია, იმიტომ, რომ ნიკა მელია ვერ ხედავს, ამ მჭიდრო კოორდინაციის გარეშე ოპოზიციური პარტიების მიერ 58%-ის აღების შესაძლებლობას. ნიკა თვლის, რომ ახლა ოპოზიციის ძირითადი მიზანი უნდა იყოს ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" 43% ვერ აიღოს ადგილობრივ არჩევნებზე" - თქვა მან.

როგორც თამარ კორძაია ამბობს, ნიკა მელია პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით განცხადებას თვითონ გააკეთებს, როდესაც ციხიდან გამოვა.

რაც შეეხება ნიკა მელიას გათავისუფლების საკითხს, კორძაიას თქმით, "ქართულ ოცნებას" შეუძლია ერთხელ მაინც მოიქცეს ისე, როგორც ხელისუფლებას შეეფერება და გამოუშვას ნიკა მელია, ამის მოლოდინი გვაქვს იმედზე რა გითხრათ".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი