"ეს იყო უღირსი პოლიტიკური ჟულიკობა" - აკაკი მინაშვილი გიორგი ვაშაძეს პასუხობს

გამოქვეყნდა:

მან პირდაპირ მოიტყუა, ძალიან ცალსახად, ეს იყო უღირსი პოლიტიკური ჟულიკობა - ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი, აკაკი მინაშვილი "სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას, რომელიც მან "დღის სტუმრის" ეთერში გუშინ გააკეთა და თქვა, რომ ენმ-ს ამნისტიის პროექტზე, ევროპელი მედიატორების მონაწილეობით მიმდინარე მოლაპარაკებების დროს, პრეტენზიები არ ჰქონია.

მინაშვილმა გიორგი ვაშაძეს "დღის სტუმრის" ეთერშივე უპასუხა და გაიხსენა ყველა ის განცხადება, როცა ენმ-მ და ნიკა მელიამ ამნისტიის პროექტზე, თავიანთი უარყოფითი პოზიცია დააფიქსირეს:

ჯერ კიდევ იმ მომენტიდან, როდესაც პირველად გამჟღავნდა რა დეტალებზე მიდიოდა საუბარი დანიელსონის ფორმატში, ეს იყო 30 მარტი, მეორე დღესვე, როდესაც მე მქონდა საშუალება მქონოდა კომუნიკაცია მედიასთან, როგორც ენმ-ს წარმომადგენელმა, ძალიან მკაფიოდ ჩამოვაყალიბე ჩემი და ჩვენი ნეგატიური დამოკიდებულება ამ ამნისტიასთან მიმართებაში.

13 აპრილს, ნიკა მელიამ ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა თავისი პოზიცია სასამართლოზე ამნისტიასთან მიმართებაში და თქვა, რომ არ მიიღებს მონაწილეობას ისტორიის გადაწერაში - ამბობს აკაკი მინაშვილი 

მისივე თქმით, ნაციონალურმა მოძრაობამ ეს პოზიცია მოლაპარაკებების მიმდინარეობისას პირდაპირ დააფიქსირა, როდესაც ამნისტიის პროექტის კონტურები გამოიკვეთა და გაირკვა, რომ ის მოძალადე პოლიციელებსა და ბრძანების გამცემ თანამდებობის პირებსაც შეეხებოდა:

ასევე შიგნით იყო ჩვენი პოზიცია ძალან ცხადი და სალომე სამადაშვილმაც კარგად იცის. სხვათა შორის მან დასვა, რომ რას ეხებოდა... ბუნდოვანი იყო ეს საკითხი, სალომემ წამოჭრა, თუმცა ამ ბუნდოვანების შემდგ დავაფიქსირე ჩვენი პოზიცია, რომ თუ ამ ამნისტიის ფარგლებში მოხდებოდა იმ ადამიანების გათავისუფლება თანამდებობის პირების, ან პოლიციელების ვინც ძალადობა გამოიყენა, ჩვენთვის შეუძლებელი იქნებოდა ამ ამნისტიის მხარდაჭერა.

ეს პოზიცია იყო დაფიქსირებული და ყველა პარტნიორმა პარტიამ ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, იცოდა, რომ ნიკა მელას ჰქონდა მკვეთრი ნეგატიური დამოკიდებულება მისი გამოშვების იმ მეთოდზე, რომელზეც იყო საუბარი მოლაპარაკების პერიდოში და რომელსაც ხელი მოაწერეს შემდეგ ამ პარტიებმა - ამბობს მინაშვილი

აკაკი მინაშვილი კიდევ ერთხელ განმარტავს, შეთანხმების რა პირობებზე იყო საუბარი მოლაპარაკებების დასაწყისში:

საუბარი იყო გირაოს გადახდაზე - აქ იყო საჭირო ნიკა მელიას თანხმობა ეს იყო ჩვენთვის მიუღებელი და ამას შემდეგ ებმებოდა ამნისტია და ბოლოს უკვე გამოიკვეთა, რომ ეს ამნისტია მოიცავდა პოლიციელებს და თანამდებობის პირებს. ეს იყო ჩვენთვის და ნიკა მელიასთვის მიუღებელი და ეს იცოდა ყველამ." ამბობს აკაკი მინაშვილი "დღის სტუმრის" ეთერში საუბრისას.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი