პოლიტიკური გზავნილები 224-ე საკნიდან

გამოქვეყნდა:

ნიკა მელიას პოლიტიკური გზავნილები 224-ე საკნიდან კობა ნაყოფიამ გამოიტანა. იქნება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მელია თბილისის მერობის კანდიდატი, ოპოზიციონერ ლიდერს ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს. მძევლობის დასრულების შემდეგ, ნიკა მელია ამ საკითხზე ჯერ თანაგუნდელებთან, შემდეგ ოპოზიციის ყველა წარმომადგენელთან კონსულტაციებს გამართავს. 

მისი გათავისუფლების გზებზე კი უცვლელი პოზიცია აქვს და ამბობს, რომ თავისუფლება, 20 ივნისის მოძალადე პოლიციელებისა და ჯალათების ამნისტიაზე არ გაიცვლება.

მელიამ ციხის საკნიდან გიორგი ვაშაძის განცხადებებსაც უპასუხა, როდესაც "დღის სტუმარში" სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი ენმ-ს თავს დაესხა. 

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერები დღეს ცდილობდნენ საზოგადოება დაერწმუნებინათ რომ კანონპროექტი ამ ფორმულირებით მიღებული არ იქნება, თუმცა როგორ ამას ვეღარ აკონკრეტებდნენ. 

20 ივნისის ამნისტიის კანონპროექტის ამ ვერსიით გამოდის რომ ქართული ოცნება ნიკა მელიას ციხეში ტოვებს, რადგან მელია ამნისტიას არ თანხმდება.

პოზიცია არ ცვლის მმართველი პარტიაც და აცხადებდნენ, რომ პირველი მუხლის სადავო ჩანაწერს პროექტიდან არ ამოიღებენ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი