გადამწყვეტი არჩევნების წინ - "რაინდი" პოლიტიკაში მოდის

გამოქვეყნდა:

ყველაზე აგრესიული და ჰომოფობიური აქციების ავტორი ლევან ვასაძე პოლიტიკაში "კამიკაძეობას" აპირებს. "ერთობა რაობა და იმედი" - შემოკლებული ვარინტი "ერი" - ასე ერქმევა მის საზოგადოებრივ მოძრაობას რომელიც სულ მალე პოლიტიკურ პლატფორმად გადაიქცევა.

პოლიტიკაში, თვითმმართველობის გადამწყვეტი არჩევნების წინ მოსვლის მთავარი ფაქტორი და "ბოლო წვეთი", ვასაძისთვის დანიელსონის ანტიკრიზისული დოკუმენტი და მოლაპარაკებებია. ის  დარწმუნებულია, რომ დასავლეთი საქართველოს სუვერენიტეტს ლახავს. 

რა ამბიცია ექნება ლევან ვასაძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ამ ეტაპზე პასუხი არ აქვს

ამ ეტაპზე თბილისის მერის პოსტზე საკუთარ კანდადტურას გამორიცხავს, არც გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს პოლიტიკაში "უცნობთან" ერთად მოსვლაზე, "ერი"-ს დამფუძნებელმა ახლა ის იცის, რომ 16 მაისის აქციისთვის უნდა მოემზადოს, თუმცა, ამჯერად კომბლებზე და ქამარზე უარს ამბობს და აღარც აგრესიულ რიტორიკას იყენებს. 

ოპოზიცია ვასაძის პოლიტიკურ გეგმებს არასერიოზულად უყურებს, როდის წავიდა ან რატომ ბრუნდება პოლიტიკური ძალების ნაწილისთვის გაურკვეველია. ნაციონალურ მოძრაობისთვის კი ვასაძე კრემლის პროექტია, რომელიც ახლა ანტიდასავლური განწყობების გასაძლიერებლად სჭირდება.

ნამოხვანჰესი ლევან ვასაძის კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება - შევლენ თუ არა მის ორგანიზაციაში რიონის ხეობის მცველები ამ ეტაპზე "რაინდი" ამას არ ადასტურებს. ლევან ვასაძე ვარლამ გოლეთიანის ბრძოლას მხარს უჭერს და თბილსიში დაგეგმილ მის აქციაზე დასწერებას აპირებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი