"ყოველთვის მხარს უჭერს პროგრესულ იდეებს...მადლობა მამა გიორგის" - გამყრელიძე

გამოქვეყნდა:

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მამა გიორგი ჩაჩავას, კორონავირუსის ვაქცინით აცრისთვის მადლობას უხდის:

„დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და პირადად ჩემი სახელით მსურს დიდი მადლობა გადავუხადო მას ამ დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და საზოგადოებისთვის საუკეთესო მაგალითის ჩვენების გამო. მაქვს პატივი მამა გიორგისთან ბოლო 25 წელი სულიერი ახლობლობა მაკავშირებდეს. ის ყოველთვის მხარს უჭერს პროგრესულ იდეებს, კარგად იცნობს მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თანამედროვე მიღწევებს და მოსახლეობას ყოველთვის აძლევს პირად მაგალითს. ეს ყველაფერი ბუნებრივია, რადგან მამა გიორგი გახლავთ დიდი ქართველი ექიმისა და ქირურგის ბატონ მიხეილ ჩაჩავას შვილიშვილი, რომლის ლექციებზე, ტრადიციებსა და ვირტუოზული ქირურგიული ტექნიკის მაგალითებზე გაიზარდა ქართველ ექიმთა მრავალი თაობა. მადლობა მამა გიორგის!" - ნათქვამია ამირან გამყრელიძის განცხადებაში.

გიორგი ჩაჩავა პირველი სასულიერო პირია ქვეყანაში, რომელმაც ვაქცინაცია საჯაროდ ჩაიტარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი