შს მინისტრი პრეზიდენტს ხვდება

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრეზიდენტს ხვდება. ის ათონელის რეზიდენციაში ცოტა ხნის წინ მივიდა. შეხვედრამდე მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პრეზიდენტთან საუბარი სავარაუდოდ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების შეეხება.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია ზურაბიშვილს მოუწოდებს კანონპროექტს ვეტო დაადოს. შეხვედრები ამ თემასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრებთან პრეზიდენტმა გუშინ დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი