ასტრონომებმა დედამიწისკენ მომავალი ჩინური რაკეტის საოცარი ფოტო გადაიღეს

გამოქვეყნდა:

Virtual Telescope Project-ზე მომუშავე ასტრონომებმა ორბიტას მოწყვეტილი და დედამიწისკენ უკონტროლოდ წამოსული ჩინური რაკეტა Long March 5B ფოტოზე აღბეჭდეს. მეცნიერები ელოდებიან, რომ რაკეტა ამ კვირის მიწურულს, უქმეებზე უნდა ჩამოვარდეს.

► ნახეთ: დედამიწას რამდენიმე ტონიანი კოსმოსური ნაგავი შეეჯახება - დაცემის ადგილი უცნობია

ერთ წამიანი ექსპოზიციის ფოტო 6 მაისსაა გადაღებული. ტელესკოპზე მომუშავე ერთ-ერთი ასტრონომის, ჯანლუკა მასის თქმით, გადაღების დროს, რაკეტა ტელესკოპიდან დააახლოებით 700 კილომეტრით იყო დაშორებული და მზე ჰორიზონტის ქვეშ რამდენიმე გრადუსით იყო ჩასული, რაც იმას ნიშნავს, რომ ასტროგადაღებისთვის ცა ზედმეტად გადანათებული იყო. თუმცა, რობოტიზირებულმა ტელესკოპმა მაინც მოახერხა უზარმაზარი კოსმოსური ნაგვის გადაღება.

ასტრონომ მასის ჯგუფი იტალიაში მდებარე ბელატრიქსის ასტრონომიულ ობსერვატორიასთან ერთად, შორეული კოსმოსის დასაკვირვებლად დისტანციურად კონტროლირებად ტელესკოპებს იყენებს. ისინი კომეტებს, ასტეროიდებსა და კოსმოსურ ნაგვებს იკვლევენ, რომლებიც დედამიწისთვის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს.

კოსმოსური ნაგავი Long March 5B რაკეტის ნაწილია, რომელიც ჩინეთმა დაგეგმილი კოსმოსური სადგურის მშენებლობის ფარგლებში ცოტა ხნის წინ წარმატებით გაუშვა. კოსმოსური ნარჩენის დიდი ნაწილი, რომელიც 21 ტონას იწონის, დედამიწის მიმართულებით უკონტროლო ტრაექტორიით მოემართება და პლანეტას შემდეგ რამდენიმე დღეში შეეჯახება. როდესაც ეს ნარჩენი დედამიწის ატმოსფეროში შემოიჭრება, ჰაერთან ძლიერი ხახუნის შედეგად ნაწილი დაიწვება, მაგრამ ის იმდენად დიდია, რომ სრულად დაწვას ფიზიკურად ვერ მოასწრებს. საქმე ისაა, რომ გადარჩენილი ნაწილის ტრაექტორიის განსაზღვრა, თუ სად დაეცემა ის, შეუძლებელია.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი