"ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი სიახლე გვექნება" - ბოტკოველი ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ

გამოქვეყნდა:

"ძალიან ბევრი საკითხი გავიარეთ, როგორც ჩვენი პარტიის, ისე საერთო პოლიტიკური საკითხები. ამ დღეების განმავლობაში ძალიან ბევრი სიახლე გვექნება", - ასეთი განცხადება გააკეთა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი ბოტკოველმა, რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვების შემდეგ, სადაც ის ნიკა მელიას შეხვდა.

"რაც შეეხება ქალაქის მერობას, რა თქმა უნდა, ადგილობრივი არჩევნებზე ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ქალაქის მერის მიმართ აქტიური სიტუაცია და არა სხვა ქალაქებზე და რეგიონებზე. თუ საერთო ოპოზიციურ ბრძოლაზეა საუბარი, მაშინ სხვა ქალაქებსა და რეგიონებზეც უნდა ვისაუბროთ. ნიკა მელიას ჯერ არ გადაუწყვეტია თუ რას აპირებს, როგორ აპირებს, მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ცოტა დროა დარჩენილი იქამდე, რომ ნიკა იყოს გარეთ და თავის გეგმებს შემდეგ თვითონ განაცხადებს", - ამბობს გიორგი ბოტკოველი.

ნიკა მელიასთან შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავაც, რომელმაც განაცხადა, რომ ნიკა მელიას "ოპოზიციის ერთიანობის შენარჩუნება მყარად აქვს გადაწყვეტილი".

როგორც ბაჩუკი ქარდავა ამბობს, "ნიკა მელიას სერიოზული გეგმები და ამოცანები აქვს, ის არ ფიქრობს კონკრეტული პირადი ამბიციების შესახებ, ის ფიქრობს, ოპოზიციის გაერთიანებაზე და არა მის გაყოფაზე". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი