ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელი კოლეგა თბილისში დაპატიჟა

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, უკრაინის პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს ვიდეოკონფერენციით ესაუბრა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მთავრობის ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და უკრაინის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით თანამშრომლობაზე, ყირიმში არსებულ ვითარებასა და ქვეყნებს შორის არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უკრაინელი კოლეგა, მისთვის ხელსაყრელ დროს, ოფიციალური ვიზიტით თბილისში მოიწვია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი