"გულმა ვეღარ გაუძლო... ერთ კვირაში ორი უსაყვარლესი ადამიანი დაკარგა" - ერთი ოჯახის ტრაგედია გურიაში

გამოქვეყნდა:

გურიაში, კორონავირუსით დაღუპული ექიმის მეუღლე გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა "გურია თუდეი" ავრცელებს. 

გამოცემა წერს, რომ ლანჩხუთელი ბიზნესმენი ლაზო ორაგველიძე რამდენიმე საათის წინ, თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, მისი მეგობრების ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი ის გახდა, რომ ტრაგედიებით დამძიმებულმა გულმა ვეღარ გაუძლო.

"გულმა ვეღარ გაუძლო... ერთ კვირაში ორი უსაყვარლესი ადამიანი დაკარგა" - ამბობენ მისი მეგობრები.

ერთი თვის წინ, ლაზო ორაგველიძემ მეუღლე ექიმი ნანა ცინცაძე და ვაჟიშვილი თორნიკე ორაგველიძე დაკარგა. რამდენიმე დღეში მათი ორმოცისთვის ემზადებოდა...

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი