გაეროს ბავშვთა ფონდის განცხადებას, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ვალდებულია, ნინოწმინდის პანსიონში მდგომარეობა შეამოწმოს, საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება.
სახალხო დამცველი მადლობას უხდის ორგანიზაციას გაწეული სამუშაოსთვის და მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მყისიერი რეაგირება მოახდინონ კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
აქვე აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე სახალხო დამცველისთვის და საზოგადოებისთვის პასუხისმგებელი უწყების მხრიდან გატარებული ღონისძიების ანდა პოზიციის შესახებ ინფორმაცია ცნობილი არ არის და ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განთავსებულ ბენეფიციართა საჭიროებების უგულებელყოფა ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
იხილეთ ასევე: