გაუპატიურების შემდეგ, თბილისში, 26 წლის ყაზახმა გოგომ თავი მოიკლა - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

თბილისში, ყაზახეთის 26 წლის მოქალაქე ასელ აიტპაევა გააუპატიურეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა.  შსს-მ 6 მაისს დააკავა პირი, რომელმაც ის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააუპატიურა, პროკურატურამ კი მას ბრალი 7 მაისს წარუდგინა. 

ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა ქალი ბოლოს კავშირზე მეგობართან 5 მაისს გავიდა. მან მეგობარს აუდიოშეტყობინება გაუგზავნა, სადაც მათივე ცნობით, უცნობი კაცის მუქარა ისმოდა.

აიტპაევას დის ინფორმაციით, ის 2021 წლის აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩავიდა. რამდენიმე დღის წინ მასთან კონტაქტი გაწყდა.

დაკავებულს კი ბრალდება სსკ-ის კოდექსის 137-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 115-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია და თვითმკვლელობამდე მიყვანა, მსხვერპლისადმი მუქარით მისი პატივის და ღირსების სისტემატური დამცირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იხილეთ ასევე:

26 წლის ყაზახი ქალი საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი