26 წლის ყაზახი ქალი საქართველოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა

გამოქვეყნდა:

საქართველოში, ყაზახეთის 26 წლის მოქალაქე ასელ აიტპაევა, გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა. „ეხო კავკაზა“ ინფორმაციას ყაზახეთის საგარეო საქმეთა და საქართველოს შსს-ებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორაციით, ახალგაზრდა ქალი ბოლოს კავშირზე მეგობართან 5 მაისს გავიდა. მან მეგობარს აუდიოშეტყობინება გაუგზავნა, სადაც მათივე ცნობით, უცნობი კაცის მუქარა ისმოდა.

აიტპაევას დის ინფორმაციით, ის 2021 წლის აპრილში საქართველოში სამუშაოდ ჩავიდა. რამდენიმე დღის წინ მასთან კონტაქტი გაწყდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი