მორიგი პროვოკაცია საოკუპაციო ხაზთან - ინციდენტი ამჯერად გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ დიცში, აღდგომის მეორე დღეს მოხდა.
გამყოფი ხაზი ოკუპირებული ტერიტორიიდან ეთნიკურად ოსმა, შეიარაღებულმა მამაკაცმა ავტომობილით გადმოკვეთა. ადგილობრივების ინფორმაციით ის მთვრალი იყო, იგინებოდა, თუმცა ქართველმა სამართალდამცველებმა ფაქტი ვერ შეამჩნიეს, რადგან იმ დღეებში საფლავებს აკონტროლებდნენ, რომ არავინ მისულიყო.
ეთნიკურად ოს მამაკაცს რუსმა სამხედროებმა უკან დაბრუნებისას ცეცხლი გაუხსნეს.
როგორც სუს-ში ამბობენ, ინციდენტი ოფიციალურად არ დასტურდება.