შეხვედრები რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განახლდა. ამჯერად ნიკა მელიას საპატიმროში კახა ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი ხვდებიან.
მათ შესვლამდე თქვეს, რომ მხარს დაუჭერენ მელიას კანდიდატურას მერის არჩევნებზე თუ ის ამ გადაწყვეტილებას მიიღებს.
შეგახსენებთ, ევროკავშირმა დღეს ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა. ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.