
„სტრატეგია აღმაშენებელი“ ფიქრობს, რომ უნდა იყოს მძლავრი ოპოზიციური კანდიდატი, უნდა იყოს მძლავრი ე.წ, მესამე ოპოზიციური ცენტრის კანდიდატი, რომელიც პირდაპირ აფილირებული არ იქნება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ - აცხადებს პარტიის ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე მერობის კანდიდატთან დაკავშირებით.
მისი თქმით, განვლილი 8 წლის გამოცდილებამ აჩვენა, რომ ენმ-ს კანდიდატი "ქართულ ოცნებასთან" პირისპირ, ყოველთვის მარცხდება:
"როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რაც არ უნდა ბევრი სხვა პარტიის მიერ იყოს მხარდაჭერილი, რჩება პირისპირ „ქართულ ოცნებასთან“, ის ყოველთვის მარცხდება, ეს არის განვლილი 8 წლის გამოცდილება. ამიტომ, ჩვენ ვფიქრობთ მძლავრ ალტერნატიულ კანდიდატზე, ეს შეიძლება არ იყოს „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატი, მაგრამ ასეთი კონსულტაციები გვაქვს და ჩვენ მხარს დავუჭერთ მსგავს კანდიდატს,“- ამბობს ჩიხლაძე.