საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი - ასე ეხმაურება გიორგი გახარია ევროპარლამენტის წევრის, ანდრიუს კუბილიუსის ღია წერილს, რომელმაც საქართველოს ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდა. გახარია ამბობს, რომ ხელისუფლება ამ შეთანხმებას ასრულებს:
საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, წერტილი! საქართველოში პოლიტიკური მართლმსაჯულება არ არსებობს, კიდევ ერთი წერტილი. რაც შეეხება აღებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც აიღო თავისი სტრატეგიული პარტნიორების წინაშე, ყველაფერს შეასრულებს, - განაცხადა გახარიამ.
ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართა. წერილში საუბარია საკონსტიტუციო ცვლილებებსა და პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, უფრო კონკრეტულად გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას საქმეებზე.