თბილისში დაღუპული ყაზახი გოგონას ნათესავებს გამოძიების ოფიციალური ვერსიის არ სჯერა და ვარაუდობენ, რომ 26 წლის ასელ აიპაევა ჯერ გააუპატიურეს შემდეგ კი თვითმკვლელობის ინსცენირება მოაწყვეს.
ამ ვერსიას მათთვის ის ხმოვანი შეტყობინება ამყარებს, რომელიც გოგონამ ერთ-ერთ ნათესავს გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე გაუგზავნა.
"მთავართან" საუბარში გარდაცვლილის ახლობელი ამბობს, რომ ასელ აიპაევას ვინმე "ბესოსი ეშინოდა"
სწორედ ბესიკ თოდუაა ბრალდებული, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის სახით, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
აიპაევას იმ ნათესავის კომპანია, რომელმაც გარდაცვლილი გოგონა ყაზახეთიდან ქართულ -ყაზახურ სატრანსპორტო კომპანიაში სამუშაოდ ჩამოიყვანა, რუსთავში დაკეტილია.