გაუპატიურება და თვითმკვლელობა - სასამართლომ ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა 

გამოქვეყნდა:

26 წლის ყაზახი გოგონას გაუპატიურებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ კაცს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

26 წლის ასელ აიტპაევამ 5 მაისს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. შსს-მ 6 მაისს დააკავა  ბრალდებული, 57 წლის კაცი, რომელმაც გამოძიების ინფორმაციით, ის გააუპატიურა. პროკურატურამ კი მას ბრალი 7 მაისს წარუდგინა.

ირკვევა, რომ ასელ აიტპაევაზე ორჯერ იძალადეს. საქმეში მისი ნათესავიც ფიგურირებდა, რომელმაც 26 წლის ქალი საქართველოში სამუშაოდ ჩამოიყვანა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი