გირაოს ჩარიცხვაზე ციხიდან გამოსვლის შემდეგ შევიტყვეთ. ნიკა მელიამ არაფერი იცოდა - ოქრიაშვილი

გამოქვეყნდა:

"ის, რომ გირაო არის ჩარიცხული ჩვენც ციხიდან გამოსვლის შემდეგ შევიტყვეთ. ნიკა მელიამ ამასთან დაკავშირებით არაფერი იცოდა"-  განაცხადა კახა ოქრიაშვილმა რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ის და ცეზარ ჩოჩელი ენმ-ს ლიდერს ხვდებოდნენ.

სწორედ ამ შეხვედრის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი, რომ ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა ჩარიცხა.

როგორც კახა ოქრიაშვილი ამ ფაქტს აფასებს, ეს არის "დიაგნოსტიკა ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის, რომ ჩვენი სისტემა მართალ ადამიანებს ანადგურებს და ციხეში სვამს". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი