
"ნიკა მელიას და გიორგი რურუას თავისუფლება არის კარგი ამბავი ადამიანურად, პოლიტიკურად, ყველანაირად. ერთადერთი, რაც ამ პროცესს აქვს სერიოზული ხინჯი, არის ის, რომ მეტნაკლები წარმატებით გამოუვიდა ივანიშვილს და მის რეჟიმს ვაჭრობა პოლიტიკური პატიმრებით და ამის გაცვლა რაღაცებში და ეს ცუდი პრეცენდენტია, მაგრამ ამოქაჩვადია. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რადგან მნიშვნელოვანია, ხალხს ესმოდეს, რომ ეს არ არის ვითარება, რომ ვაიმე დავიღუპეთ და ა.შ. არა, ამოქაჩვადია, ისეთ მძიმე ვითარებაშია ივანიშვილის რეჟიმი მისივე მავნებლური და უკანონო, არალეგიტიმური, ავტორიტარული პოლიტიკის შედეგად, რომ ის აუცილებლად იქნება დამარცხებული. ოღონდ მისი დამარცხების დროს ქვეყნისთვის ნაკლების ზიანის მიყენებისათვის საჭიროა აქტიური მუშაობა და მოქალაქეების მოტივირება და იმ კლიმატის შექმნა როცა ეს მოხდება ნაკლები ზიანის გარეშე".
- ამბობს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია, ევროკავშირის მიერ, ნიკა მელიას გირაოს გადახდის შემდეგ.