"მელია იძახდა არ გადავიხდიო და გადაიხადა" - ყაველაშვილი ევროკავშირის მიერ გადახდილ გირაოზე

გამოქვეყნდა:

საპარალმენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ ნიკა მელიასთვის გადახდილი გირაო არ ნიშნავს, რომ ევროკავშირი მას პოლიტიკურ პატიმრად აღიარებს. ყაველაშვილს ასევე მიაჩნია, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ გადაიხადა გირაო.

"რომ გამოდიხარ და იჩემებ, რომ ლიდერი ხარ, პასუხისმგებელი ხარ რაღაცაზე და იძახი, რომ ვერ დამიჭერენ - დაიჭირეს, არ გადავიხდი - გადაიხადა. რა მნშვნელობა აქვს [ვინ გადაიხადა]. თუ ვთანხმდები გირაოს დიდ მადლობას გადავუხდიდი ევროკავშირსა და ჩემი, ჩემი პარტიის შესაძლებლობით დავთანხმდებოდი და სხვა რამეზე გავაკეთებდი აქცენტს. ესეც მიუღებელია, რატომ აკეთებს, რომ თითქოს ამ გირაოს გადახდით შეიძლება პოლიტპატიმრად აღიაროს? მაშინ ევროკავშირმა უნდა თქვას, რომ ნიკა მელია არის პოლიტიკური პატიმარი და მის მაგივრად მე ვიხდი გირაოს - ეს არ თქმულა", - ამბობს მიხეილ ყაველაშვილი.

ცნობისთვის, ევროკავშირმა ნიკა მელიას გირაოს თანხა დღეს ჩარიცხა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი