"ამ პროცესებმა და დაუსჯელობამ შეიძლება მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს" - დეკანოიძე ჟურნალისტებზე თავდასხმაზე

გამოქვეყნდა:

"უკვე ჩვეულებრივ და ყოველდღიურ მოვლენად გადაიქცა კონკრეტული სასულიერო პირების მიერ ჟურნალისტებზე თავდასხმა. მთავარი არხის ორ ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად. არავითარი რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ამ ფაქტებს არ მოჰყოლია, გარდა გადატკეპნილი 126- მუხლით საქმის აღძვრისა.

შევეჩვიეთ უკვე, რუტინად გადაიქცა. თუმცა, ამ პროცესებმა და დაუსჯელობამ შეიძლება მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს, როცა უკონტროლო ანკლავები იქმნება უფლის სახელით კონკრეტულ ტერიტორიებზე. სანამ არ გვეცოდინება, რომ სახელმწიფომ კანონი ყველას მიმართ უნდა აღსასრულოს და ღმერთის სახელით ძალადობაზე მკაცრი პასუხი გასცეს - სრულფასოვან ქვეყნად ვერ ჩამოვყალიბდებით".

- წერს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხატია დეკანოიძე Facebook-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი