ჩხუბი ახალქალაქში - მკოიანთან დაახლოებული პირები ადგილობრივებს დაუპირისპირდნენ

გამოქვეყნდა:

ახალქალაქში, დეპუტატ ენზელ მკოიანის ბენზინგასამართ სადგურთან, საღამოს ჩხუბი მოხდა. ადგილობრივების განცხადებით, მკოიანებთან დაახლოებული პირი და მისი მეგობრები სოფელ ხოსპიოში მცხოვრებ ახალგაზრდებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ახალქალაქის საავადმყოფოში ამბობენ, რომ მათთან დღეს ერთი პირი შეიყვანეს, რომელიც ამბობს, რომ საკუთარ ეზოში წაიქცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში დაპირისპირების ფაქტს ადასტურებენ. მათი ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს. 

დღევანდელი ჩხუბის ერთ-ერთი მონაწილე 2018 წლის 30 ოქტომბერს, ახალქალაქში მომხდარი პოლიტიკური დაპირისპირებაშიც ფიგურირებს, მაშინ გაერთიანებული ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობის" შტაბბინასთან ერთმანეთს დეპუტატ ენზელ მკოიანის ახლობლები, მომხრეები და შტაბის აქტივისტები დაუპირისპირდნენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი