“ქართული ოცნება“ პანდემიის გამოყენებით ქუთაისში არჩევნებისთვის მზადებას იწყებს და ამისთვის საკრებულოს საგანგებო სხდომას იწვევს - ამის შესახებ საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია საუბრობს.
ოპოზიციონერი დეპუტატი ადგილობრივ ხელისუფლებას პარტიული აქტივის დასაქმებასა და შტატების გაბერვაში ადანაშაულებს. მისი თქმით, ტერიტორიულ ორგანოებში 31 ადამიანის დასაქმების ნაცვლად 90-მდე პირის დასაქმება და ამისთვის საკრებულოს საგანგებო სხდომის ჩანიშვნა იგეგმება.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ხელისუფლება არჩევნების გასაყალბებლად ემზადება და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას აპირებს.
ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” წარმომადგენილი ამ საკითხის ნაცვლად საკრებულოზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის განხილვასა და პანდემიისგან დაზარალებული მოქალაქეებისათვის დახმარების გამოყოფას მოითხოვს.