ახლადაღმოჩენილი ხმალკბილა იმდენად დიდი იყო, რომ მარტორქებზე ნადირობდა

გამოქვეყნდა:

მეცნიერებმა ნამარხების დეტალური შედარების ტექნიკის გამოყენებით ახალი სახეობის გიგანტური ხმალკბილა აღმოაჩინეს, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკაში 5-9 მილიონი წლის წინ ბინადრობდა. კვლევის ავტორთა შეფასებით, აღმოჩენილთა შორის ერთ-ერთი უდიდესი კატა M. lahayishupup 274 კილოგრამს იწონიდა. ის ცნობილი სმოლიდონის, ე.წ. ხმალკბილა ვეფხვის უძველესი ნათესავი იყო.

ნამარხების ასაკი და ზომა მკვლევრებისთვის კარგი საწყისი წერტილი იყო. მათ ნამარხებს შორის მსგავსებების საპოვნელად ციფრული ფოტოები და სპეციალური პროგრამა გამოიყენეს. ასევე მნიშვნელოვანი იყო სხვა კატების სახეობებისგან განსხვავებული ნიშნების პოვნაც.

ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი ერთ გიგანტურ კატას ეკუთვნოდა და ასეთი სახეობის კატა აქამდე არასდროს იდენტიფიცირებულა. დამატებითი მტკიცებულებები კბილები იყო, მიუხედავად იმისა, რომ მკვლევრები აღიარებენ, რომ ხმალკბილების ეშვების ერთმანეთთან კავშირი ცოტა ბუნდოვანია.

ამ კატების ნადირობისთვის ზედა კიდურები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. ამ კვლევაში აღწერილი ყველაზე დიდი ზედა კიდური დღეს არსებული ლომის იმავე ძვალს ზომით 1,4-ჯერ აღემატება. ეს დაახლოებით გვიქმნის წარმოდგენას, რამდენად გიგანტურები და ძლიერები იყვნენ ახლად აღმოჩენილი კატები.

ჩვენი აზრით, ეს ცხოველები ყოველდღიურად ბიზონის ზომის ცხოველებზე ნადირობდნენ. ეს იმ დროისათვის მცხოვრები ყველაზე დიდი კატა იყო. - ამბობს პალეონტოლოგი ჯონათან კალედი ოჰაიოს უნივერსიტეტიდან.

იმ დროს მარტორქებიც უხვად ბინადრობდნენ და შესაძლებელია, რომ ეს ხმალკბილები სწორეთ მათზე ნადირობდნენ, ასევე აქლემებსა და ზარმაცებზე. საქმე ისაა, რომ ეს უკანასკნელები იმაზე დიდები იყვნენ ადრე, ვიდრე დღეს არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი