რამდენიმე თვეში უკრაინიდან გამოძევებულ სააკაშვილს ვიხილავთ - ღარიბაშვილი

გამოქვეყნდა:

ეს არის მორიგი მცდელობა მისი მხრიდან, რომ მოხდეს მისი რეინკარნაცია, მაგრამ რამდენიმე თვეში ჩვენ ვიხილავთ მორიგ ჯერზე გამოძევებულ სააკაშვილს - ასე ეხმაურება ქვეყნის თავდაცვის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნას. 

მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, რომ ადამიანმა, რომელიც ცხრა წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე, შემდეგ გახდა გუბერნატორი და შემდეგ ვნახეთ როგორ სამარცხვინოდ გააძევეს უკრაინიდან, თმების თრევით, რომ იტყვიან, - ამბობს ღარიბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ შვიდ მაისს დაინიშნა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი