ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია, ხვალიდან საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ხელისუფლებასთან ორმხრივ გასვლით შეხვედრებს დაიწყებს, სადაც დოკუმენტით გათვალისწინებულ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებებზე იმსჯელებენ.
როგორც "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, ხვალინდელ შეხვედრაზე კონკრეტულ ინოვაციურ სიახლეებს წარუდგენს.
"ხვალ ISFED- ის ორგანიზებით გვექნება გასვლითი შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ამერიკისა და ევროპის მხარეც. იქ იქნებიან "ქართული ოცნების" წარმომადგენლებიც. ჩვენ ამ შეხვედრაზე მივალთ კონკრეტული ტექნოლოგიური ინოვაციებით, რომლებიც ერთი მხრივ იქნება იაფი, რომ დაინერგოს არჩევნების გაყალბების პრევენციისთვის, მეორე მხრივ დასანერგად იქნება მარტივი, მესამე მხრივ ოქტომბრამდე ამის დანერგვა შესაძლებელი იქნება. ადმინისტრაციაზე ძალიან კონკრეტულად ვართ შეთანხმებული, რომ 8 წევრი უნდა ჰყავდეს ოპოზიციას", - ამბობს ვაშაძე.
სალომე სამადაშვილის თქმით, ოპოზიცია დღევანდელ შეხვედრას საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე პოზიციების შესაჯერებლად მართავს.