ორმაგი თამაში: ვასაძე და გახარია - თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ვიდრე საზოგადოება გიორგი გახარიასა და მისი გუნდის გამოჩენის მოლოდინშია, პოლიტიკურ დაფაზე კიდევ ერთი ფიგურა გამოჩნდა - ბიზნესმენი, ახლა უკვე პოლიტიკოსი ლევან ვასაძე. 

ვასაძე, რომელიც თვითონ, მგონი, განგებ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ რაც შეიძლება კომიკურ პერსონაჟად გამოჩნდეს. თუმცა ეს არაა მთავარი პრობლემა - კომიკური ფიგურები ქართულ პოლიტიკას ვასაძის გარეშეც არ აკლია; პრობლემაა ის საფრთხე, რომელიც, შესაძლოა, ამ კომედიის უკან იმალებოდეს: 

ლევან ვასაძე და გიორგი გახარია, როგორც ორმაგი რუსული თამაში, როგორც ერთი მედლის ორი მხარე, "ქართული ოცნებით" იმედგაცრუებული ამომრჩევლის ხელში ჩასაგდებად - უფრო რადიკალური, აგრესიული, ქართულ-მარშული გემოვნების მქონე ხალხისთვის ლევან ვასაძე; ხოლო მათთვის, ვისთვისაც ქუჩაში ღრიალი და ჩხუბი მიუღებელია და უფრო გაწონასწორებული პოლიტიკური ლიდერები ხიბლავს - გიორგი გახარია. 

თუ გახარიაც და ვასაძეც ერთნაირად რუსული პროექტია, ეს ნიშნავს, რომ კრემლი საქართველოს ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად გადამწყვეტ ბრძოლაში ორმაგი დარტყმით შემოდის და ეს წლევანდელ არჩევნებზე უკვე ნათლად გამოჩნდება.

თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი: "ორმაგი თამაში: ვასაძე და გახარია"

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი