ცოცხალი ორგანიზმები ეკვატორს ტოვებენ, რაც მასობრივი გადაშენების ნიშანია

გამოქვეყნდა:

ოკეანის ყველაზე ბიომრავალფეროვანი ეკოსისტემები ეკვატორის გარშემო არსებულ ტროპიკულ წყლებშია. თუმცა, ტემპერატურის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო მეტი წყლის ორგანიზმი აგრძელებს თავიანთი საცხოვრებელი ადგილების მიტოვებას და სხვაგან მიგრირებას.

ოკლენდის უნივერსიტეტების მკლევრების აზრით, კლიმატის ცვლილება და ზრდადი ტემპერატურა მასობრივ გადაშენებას ეკვატორიდან მოშორებით უკვე იწვევს. მეცნიერებმა The Conversation-ში დაწერეს, რომ ჩვენ შესაძლოა მასობრივი გადაშენების მოვლენის ზღვარზე ვიყოთ. ამის მიზეზად ისინი არა მხოლოდ ეკვატორის გარშემო სიცოცხლისთვის სახიფათოდ ცხელ წყალს ასახელებენ, არამედ იმ ეკოსისტემის განადგურებასაც, რომლის ცოცხალი ორგანიზმების მიერ დატოვება და შემდეგ სხაგან გადასახლება გამოიწვევს.

„როდესაც იგივე მოვლენა 252 მილიონი წლის წინ მოხდა, ზღვის სახეობათა 90% დაიხოცა“ - წერენ მეცნიერები.

მეცნიერები 49 000 სხვადასხვა სახეობის ოკეანეში გადაადგილებას დააკვირდნენ იმის დასადგენად, თუ სად მიდიოდნენ ისინი. ზოგადად, ოკეანის სიცოცხე ზარის მრუდს წააგავს: რამდენიმე სახეობაა ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებთან, ხოლო უმეტესობა ეკვატორთან ბინადრობს.

ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით კი, ახლა ეს „ფაქიზი“ მრუდი იცვლება, რადგან წარმოიქმნა ორი ერთმანეთისგან განცალკევებული პიკი. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკვატორი მრავალმა ორგანიზმმა დატოვა და საცხოვრებლად სხვა ადგილს მიაშურა.

მეცნიერების გვაფრთხილებენ, როდესაც ისტორიულად ეკვატორზე მცხოვრები ორგანიზმები ახალ საცხოვრებელ ადგილს მიაშურებენ, ისინი ინვაზიური სახეობები გახდებიან და ადგილობრივებს საჭმელში, ადგილსა და სხვა რესურსებზე გაუწევენ კონკურენციას. ასეთ დროს კი მრავალი სახეობა უბრალოდ გაქრება.

ეს არა მხოლოდ პლანეტის ეკოლოგიურ ჯანმრთელობისა და ბიომრავალფეროვნებისთვის წარმოადგენს საფრთხეს, არამედ მკვიდრი ადამიანებისთვისაც, რომელთათვის ადგილობრივი სახეობები საჭმლისა და შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი