ხალხმა დაინახა, რომ ენმ-სთვის არ არის მთავარი 10 000-ლარიანი ხელფასები - ბარამიძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის თქმით, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არ მოწერით "ნაციონალურ მოძრაობას" ამომრჩეველი მოემატა. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ისაუბრა.

"ნიკას ამ თავგანწირვის შედეგად, მოვიპოვეთ უდიდესი ძალა - ჩვენი ხალხის ნდობა. ძალიან ბევრი ისეთი ადამიანის, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" საერთოდ არ აძლევდა ხმას. "ნაციონალურ მოძრაობას" მოემატა ხმები... ხალხმა დაინახა, რომ "ნაციონალური მოძრაობისთვის" არ არის მთავარი 10 000-ლარიანი საპარლამენტო ხელფასები. არაა მთავარი თანამდებობები. მთავარია პრიცნიპული ბრძოლა, პრინციპისთვის ბრძოლა", - ამბობს გია ბარამიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი