სალომე ზურაბიშვილმა ჩრდილოეთ მაკედონიაში ვიზიტი დაიწყო

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 10 მაისს ჩრდილოეთ მაკედონიაში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მასთან ერთად დელეგაციის შემადგენლობაში კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანიცაა. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია შეხვედრები ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის უმაღლესი თანამდებობის პირებთან: პრეზიდენტ სტევო პენდაროვსკისთან, ასამბლეის პრეზიდენტ ტალატ ჯაფერისთან და ვიცეპრემიერ არტან გრუბისთან.

ვიზიტის ფარგლებში ხელი ორ დოკუმენტს უნდა მოეწეროს - შეთანხმებას "საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობებს შორის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ" და მემორანდუმს "ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკასთან კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ".

ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი 11 მაისს დასრულდება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი