უღირსი ადამიანი ღირსებისთვის ბრძოლას ვერასოდეს გაიგებს. ნიკა კი, ღირსეულად გამოვა ციხიდან - ჭიჭინაძე

გამოქვეყნდა:

უღირსი ადამიანი, ღირსებისთვის ბრძოლას ვერასოდეს გაიგებს. ნიკა კი, ღირსეულად და გამარჯვებული გამოვა ციხიდან- ასე ეხმაურება "ტრიბუნას" ლიდერი დავით ჭიჭინაძე ნიკა მელიას მოსალოდნელ გათავისუფლებას.

სასამართლო დღეს 16 საათზე ჩაინიშნა და სავარაუდოდ, ევროკავშირის მხრიდან, გირაოს გადახდის შემდეგ, მელია საპატიმროს დატოვებს. აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობით პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გუშინ მიმართა. 

ამათმა  მგონი  მართლა დაიჯერეს, თვითონ რომ   დადიოდნენ მოლაპარაკებებზე, მათი დამსახურებაა ის რეალობა რაც ახლა გვაქვს. ჩვეულებრივი ტყვეებით ვაჭრობა გამართა ოცნებამ, მერე დაჭერა-გათავისუფლებით დაიწყო მოგვარება და ხელმომწერი ოპოზიცია  ჩვენ  გვამუნათებს გავიმარჯვეთო.

ერთი ადამიანის ხუშტურს გადააყოლა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყნის რეპუტაცია და რომ არა ჯერ ნიკა მელია და მერე ოპოზიციის ბოიკოტი, მოსალაპარაკებლადაც არავინ ჩამოვიოდა. ახლა კი, როდესაც  ახალი ტიპის ლიდერი ყალიბდება, რეალურად დგება ცვლილებების შანსი, თავისი ძლივს მოპოვებული ტორტის ნაჭრის დაკარგვის ისე შეეშინდათ ზოგიერთებს,  პირდაპირ ჩაერთვნენ  ქართული ოცნების“ თამაშში.

მოკლედ, უღირსი ადამიანი, ღირსებისთვის ბრძოლას ვერასოდეს გაიგებს. ნიკა კი, ღირსეულად და გამარჯვებული გამოვა ციხიდან" ამბობს დავით ჭიჭინაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი