ყველას ვურჩევდი, ამ საქმეს ნუ განიხილავენ სამართლებრივ ჭრილში - ნიკა მელიას ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატის თქმით, მელიას საქმე სამართლებრივ ჭრილში არ უნდა განიხილებოდეს, ვინაიდან მისი გათავისუფლება უკანონო პოლიტიკური პატიმრობიდან, თავად მელიასა და უცხოელი პარტნიორების ძალისხმევის დამსახურებაა.

"ყველას ვურჩევდი, ამ საქმეს ნუ განიხილავენ სამართლებრივ ჭრილში და ასპექტში. მარტივად შემიძლია ავხსნა, ნიკა მელიას ბრძოლამ, პრინციპულობამ, ასევე ევროკავშირისა და შეერთებული შტატების, ჩვენი მეგობრების ძალისხმევამ, ხელისუფლება აიძულა, რომ დაესრულებინა ნიკა მელიას უკანონო პოლიტიკური პატიმრობა და დღეს სასამართლოს გზით ამის გაფორმება ხდება.

შესაბამისად, პროცედურებთან და სამართლებრივ სიღრმეებთან დაკავშირებით საუბარზე თავს შევიკავებდი, თუმცა შემიძლია გადაჭრით გითხრათ, რომ შუამდგომლობა, რომელიც შევიდა გენერალური პროკურატურიდან სასამართლოში და რომელიც მოსამართლემ უნდა განიხილოს, აუცილებლად დაკმაყოფილდება და ნიკა მელია დღეს აუცილებლად გათავისუფლდება უკანონო პატიმრობიდან",-თქვა კონდახიშვილმა.

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი დღეს, 10 მაისს 16:00 საათზე ჩაინიშნა. ის საპატიმროს სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. 8 მაისს ევროკავშირმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გირაოს თანხა ჩარიცხა. პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის, გირაოთი ჩანაცვლების შუამდგომლობით, გუშინ, 9 მაისს მიმართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი