"პროვოკაციის ელფერი გასდევს" - მეუფე დიმიტრი "მთავარ არხის" ჟურნალისტებზე თავდასხმებზე

გამოქვეყნდა:

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი, მეუფე დიმიტრი "მთავარი არხის" ჟურნალისტებსა და გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს "პროვოკაციის ელფერი გასდევს". მისივე თქმით, ძალადობა ცალსახად დასაგმობია.

"ძალადობა ყოვლად დასაგმობია, ეს ცხადზე უცხადესია, თავისთავად, არ იყო ეს ყველაფერი ლამაზი და დარწმუნებული ვარ მეუფე ანტონი ამას განიცდის და ნანობს. საერთოდ რაც ხდება ამ ბოლო პერიოდში ძალიან რთული აღსაქმელია და მოსასმენია თავისთავად, ყველაფერი, მაგრამ ერთი რამ არის გასათვალისწინებელი, ის, რომ ამ ყველაფერს გარკვეულწილად ცოტა პროვოკაციული ელფერი გასდევს- ამბობს მეუფე დიმიტრი.

ბათმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა პროვოკაცია დაინახა დავით გარეჯის ინციდენტის შემთხვევაშიც, როდესაც ნასვამი სასულიერო პირები და ადგილობრივი მოსახლეობა "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფსა და ივერი მელაშვილს თავს დაესხა:

თუნდაც გარეჯის ინციდენტს გამოვეხმაურები, როდესაც შენ იცი, ბატონო მელაშვილი მყავს მხედველობაში, შენ როცა იცი, რომ არის გარეჯელი ბერების ხსენების დღე, იცი, რომ იქ იქნება ჩასული აუარებელი მომლოცველი, ისიც ცხადია, რომ შენი ხელის მოწერის შემდეგ იმ კომისიის როგორც თავმჯდომარის, იმ სალოცავში აღარავინ აღარ უშვებს არც მომლოცველებს და არც მოძღვრებს და შენ ჩადიხარ, რბილად რომ ვთქვა ზედმეტად მოჭარბებული კრიტიკის ტელევიზიასთან ერთად იცი, რომ იქ შესაძლებელია მოხდეს უსიამოვნება აი ამ დღეს და გარკვეულწილად, მე ვფიქრობ, რომ ამასაც პროვოკაციის ელფერი გასდევს", - თქვა მეუფე დიმიტრიმ. 

შეგახსენებთ, რომ "მთავარი არხის" ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძეს, გადაღების დროს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა - მეუფე ანტონმა, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ მუქარით აუკრძალა მის ეპარქიაში გადაადგილება, ბოლოს კი ფიზიკურად დაუპირისპირდა.

მანამდე, "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს და ჟურნალისტ ნინუცა კაკელიას თავს დაესხნენ დავით გარეჯში, სადაც ივერი მელაშვილთან ერთად სიუჟეტის გადაღება მიმდინარეობდა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი