ოპოზიცია და მმართველი გუნდი საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავს

გამოქვეყნდა:

საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ხელისუფლებასა და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერ ოპოზიციას შორის კაჭრეთში, შეხვედრა იმართება. "ქართული ოცნების" მხრიდან შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილი იმყოფება. 

ოპოზიცია მმართველ გუნდს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ერთობლივად მომზადებულ  კანონპროექტს წარუდგენს. მათ მიერ შემუშავებული ინიციატივა საარჩევნო კომიიის დაკომპლექტების წესსა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმას ითვალისწინებს.

კაჭრეთში შეხვედრები 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება, მას არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებიან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ წარდგენილ საბოლოო დოკუმენტში საუბარი ამბიციურ საარჩევნო რეფორმებსაც შეეხებოდა. დოკუმენტის თანახმად, მომავალი საპარლამენტო არჩევნები იქნება სრულად პროპორციული, ბარიერი კი ბუნებრივიდან 2%-მდე.

რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარეს, მას პარლამენტი ირჩევს ხმების 2/3-ით. მისი მოადგილე კი უნდა იყოს ოპოზიციის წარმომადგენელი. საარჩევნო ადმინისტრაცია დაკომპლექტდება 8 პროპორციული და 9 პარტიული წევრით.  ხელისუფლებამ და ოპოზიციის ნაწილმა დოკუმენტს ხელი 19 აპრილს მოაწერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი