
ნიკა მელიასთვის გადახდილი გირაოს თაობაზე "ქართულ ოცნება" აგრძელებს ერთიანი მესიჯბოქსით საუბარს. ამჯერად განცხადება პარტიის სახელით გიორგი ამილახვარმა გააკეთა და გაიმეორა იგივე, რასაც ამტკიცებენ პარტიის ლიდერები:
„პოლიტიკური პროექტი, რომ ნიკა მელია გმირად გამოსულიყო საპატიმროდან, დასრულდა. ევროკავშირი არ უხდის გირაოს ე.წ. პოლიტპატიმრებს. პირიქით, ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მოხდა დადასტურება, რომ ევროკავშირი პატივს სცემს ქართულ მართლმსაჯულებას, გირაოს თანხის გადახდა სრულად მოდის პროკურატურის ქმედებასთან თანხვედრაში. ეს რომ ყოფილიყო პოლიტპატიმრის საქმე, ევროკავშირს არ უჭირს აღიარება და სხვა მექანიზმებით ამის მოთხოვნა, რომ კონკრეტული პირი არის პოლიტპატიმარი" ამტკიცებ ამილახვარი.
გარდა ამისა, ამილახვარის აზრით, მელიამ თავი კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდო და "ციხეს რომ ჰქონდეს უკანა კარი, დიდი ალბათობით, იგი იქიდან გაიპარებოდა"
ნიკა მელიას სასამართლო 16 საათზე უნდა დაიწყოს. 40 000 ლარიანი გირაო ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა.