
"შემართებით ვარ და შეპყრობილი ვარ ბრძოლის ჟინით. გამარჯვება მწყურია" - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ "მთავარი არხის" გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან საუბრისას გააკეთა. ინტერვიუს სრული ვერსია "მთავარი არხის" ეთერში დღეს საღამოს, 9 საათიანი გამოშვების შემდეგ გავა.
"შემართებით ვარ და შეპყრობილი ვარ ბრძოლის ჟინით. გამარჯვება მწყურია, ის რაც ბევრს უნდა და ბევრი უბრალოდ ვერ უწევს წინააღმდეგობას ამ რეჟიმს, არა იმიტომ რომ დაიღალა, არა იმიტომ რომ ეშინია. უბრალოდ, უამრავი საყოფაცხოვრებო პრობლემა აქვს.
მე რომ სახლში მშიერი ბავშვი მელოდებოდეს და ჩემ ყოველდღიურ შრომაზე იყოს დამოკიდებული, ის ბავშვი მიიღეს საკვებს თუ ვერ მიიღებენ, წარმოგიდგენიათ, რა მდგომარეობაა და ეს ხომ 10 ათასობით ოჯახში ხდება.
ამიტომ ჩემი აზრით, ბრძოლის ავანგარდში აქტიურად უნდა ვიყოთ ის ხალხი, ვისაც ეს ელემენტარული პრობლემა არ გვაქვს",-თქვა ნიკა მელიამ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ რუსთავის N12 პენიტენციური დაწესებულება დატოვა. მას ციხესთან ოჯახის წევრები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები დახვდნენ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ცოტა ხნის წინ დააკმაყოფილა და ნიკა მელიას პატიმრობა გირაოთი შეცვალა.
ევროკავშირმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გირაოს თანხა ევროკავშირმა 8 მაისს ჩარიცხა.