ნიკა მელია კიდევ ერთხელ ამბობს, რომ არ აქვს გადაწყვეტილი შევა თუ არა პარლამენტში და ამ თემაზე უახლოეს დღეებში, პარტიის შიგნით, კონსულტაციებს გამართავს
თუ მე პარლამენტში შევედი, არ მაქ გადაწყვეტილი, უნდა დაველაპარაკო კოლეგებს და გადაწყვეტილება მივიღო, რაც ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილება იქნება, ემოციურადაც. ამ ხალხს ვუყურო...ბერია, რომ არსებობდეს, ბერიას დაქვემდებარებაშიც იქნებოდნენ, არის ასეთი ხალხი - ამბობს მელია ქართული ოცნების დეპუტატებზე საუბრისას.
ენმ-ს თავმჯდომარემ ციხე სამთვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს დატოვა.