
ჩვენ გვექნება კონსულტაციები არამარტო ნიკასთან, არამედ სხვა ოპოზიციური პარტიებთან და ერთიანი ძალით ჩამოვყალიბდებით იმისთვის, რომ ადგილობრივი არჩევნები წავართვათ ქართულ ოცნებას - აცხადებს "ლელო საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე "დღის სტუმრის" ეთერში.
მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, ოპოზიციის ერთიან კანდიდატზე საუბრისას, ხაზარაძე ამბობს, რომ ამომრჩეველს ოპოზიციამ მეტი მრავალფეროვნებისა და არჩევანის საშუალება უნდა მისცეს და ისევ ორპოლუსიანი სისტემა შეთავაზება შეცდომა იქნება:
ნიკას ჩემდამი პატივისცემა, მაგრამ ეს იქნება შეცდომა, რომ ჩვენ ისევ ქართულ ოცნებასა და ნაციონალურ მოძრაობას შორის ორი პოლუსი შევქმნათ...მე ვიზიარებ მრავალი ძალის იდეას, იმიტომ, რომ ამ ქვეყანას სჭირდება მრავალფეროვნება, მაგრამ ამომრჩეველს უნდა მივცეთ არჩევანის საშუალება და არ უნდა ჩავკეტოთ 30 წლის ორ პოლუსს არჩევანის გაკეთებას შორის. ეს არის შეცდომა. ის, რომ მოუგო ქართულ ოცნებას, ეს არ ნიშნავს, რომ ერთი ძალა უნდა დაუყენო მას მოწინააღმდეგედ - ამბობს ხაზარაძე "მთავარი არხის" ეთერში.
ენმ-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე სამთვიანი პატიმრობის შემდეგ დღეს დატოვა.